среда, 20 марта 2019 г.

ელექტრონული სასწავლო რესურსის აღწერა და რეფლექსია



https://learningapps.org/display?v=pzu7kkeja19   რესურსის ლინკი




  რესურსის რეფლექსია
10.03.2019 --დან  18.03.2019  წელს შევქმენი ინტერნეტ რესურსი შემაჯამებელი სამუშაოსათვის ვიქტორინის ,,ვის უნდა 20000“- ის ფორმატით   თემაზე  „100 -მდე  რიცხვები“. რესურსი განკუთვნილია მე- 2 კლასისთვის. მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვების გაშლა სათანადო შესაკრებების, ციფრის მნიშვნელობის მითითება. რიცხვების დალაგება ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით. უახლოესი ათეულისა და ოცეულის დასახელება, ბიჯით თვლა და მისი გამოყენება რიცხვებზე მოქმედებების ჩასატარებლად. განახევრება, გაორმაგება… რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა და შეუძლია ის გამოიყენოს სხვა სკოლის მასწავლებლებმაც ცოდნის შესამოწმებლად არსებულ თემაზე. აღნიშნული რესურსი გადის შემდეგ სტანდარტზე:  მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.




რესურსის ინსტრუქცია
რესურსი შექმნილია  ვიქტორინის ფორმატით ,,ვის უნდა 20000’’  ვიქტორინის სათაურია „100-მდე რიცხვები“.  ვიქტორინა შედგება : ძალიან ადვილი,  ადვილი, საშუალო სირთულის, საკმაოდ რთული , რთული, ძალიან რთული შინაარსის  საკითხებისაგან, ისე რომ გათვალისწინებულია მოსწავლის არსებული ცოდნა ამ საკითხის ირგვლივ. თითოეული ხასიათის საკითხის სამი ვარიანტია წარმოდგენილი , რითაც საშუალება ეძლევა მოსწავლეს ვიქტორინა თავიდან დაიწყოს , რომელიც სხვადასხვა საკითხები იქნება ჩართული და სწორი პასუხები იმავე თანმიმდევრობით არ იქნება, რაც უფრო მეტი ალბათობით გამორიცხავს შემთხვევით დაწკაპებას .  ყოველი სწორი პასუხის დაწკაპების შემთხვევაში პასუხი მწვანდება და მოგებულ თანხას უჩვენებს, თანხის რაოდენობა იზრდება შემდგომი სწორი პასუხის დაწკაპების შემთხვევაში და მაქსიმუმ 1000000- ზე  ადის და ველში გამოჩნდება ღიმილი ტექსტით ,,კარგია! თქვენ ყველაფერი სწორად გამოიცანით“ .   არასწორი პასუხის შემთხვევაში კი ველი წითლდება და თუ მოგებულია თანხა მთლიანად იკარგება ველში ჩნდება ,,სამწუხაროა თქვენ დაკარგეთ თანხა’’ ,,სცადეთ თავიდან’’…

четверг, 26 мая 2016 г.

დღის რეფლექსია

საინტერესო  დღე იყო.   რაც  ვიცოდი მგონი ისიც დამავიწყდა . უხერხულად ვგრძნობ  თავს.